воскресенье, 2 февраля 2014 г.

პირველი შთაბეჭდილების რეფლექსია

დავიწყეთ სასწავლო პროცესში პროექტების განხორციელების მნიშვნელობისა და გზების შესწავლა, გავეცანით ე. წ. ,,ვიუვერის" გზამკვლევსაც, რომელიც მართლაც სიახლეა ჩვენთვის. პირველი დაბნეულობა თანდათან ბათილდება და იმედიანი განწყობით მეცვლება. იდეებზეც დავიწყე ფიქრი, მინდა მართლაც რაიმე საინტერესო და ამ ახლებური მიდგომებით განვახორციელო, რომელიც ჩემი მოსწავლეებისთვის მათი შესაძლებლობებისა და უნარების განვითარებას, ინტერესს და ჩართულობას შეუწყობს ხელს. დღეს უკვე მეორე დღეა. იდეის დონეზე ჩამოვყალიბდი და პუბლიკაციის მნიშვნელობასაც გავეცანი . ტრენინგზევე გავაკეთე პუბლიკაციის შაბლონი და განწყობაც უფრო ხალისიანი შემექმნა. იმედია ყველაფერი ხალისიანად გაგრძელდება და ჩემი მოლოდინები შემისრულდება. (ისე სიცივემ ძალიან შეგვაწუხა, მაგრამ ვაჟკაცურად ვუძლებთ ჩვენი მეთაურის ხელმძღვანელობით)


Комментариев нет:

Отправить комментарий