пятница, 28 февраля 2014 г.



ნახეთ ჩემი პორტფოლიო















დღე-9:დღეს ტრენინგს ვამთავრებთ .ჯგუფის წევრები წარმატებით ართმევდნენ თავს
დავალებებს.ვუსურვებ მათ შემდგომ პროფესიულ წარმატებებს.ქალბატონ ირინას მადლობას მივახსენებთ გულისხმიერებისა და გაწეული შრომისათვის.
რაც შეეხება ტრენინგს იყო ნაყოფიერი,საინტერესო და შედეგიანი.

воскресенье, 23 февраля 2014 г.

დღე-8:მოვისმინე და შევისწავლე დიფერენცირებული სწავლების მეთოდები. .შევარჩიეთ აქტივობები ნიჭიერი არაქართულენოვანი და სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს.ტრენინგი ძალიან ნაყიფიერია,იგი საშუალებას იძლევა ვიყოთ სიახლეებზე მორგებული მასწავლებლები.

суббота, 22 февраля 2014 г.

შეფასების დროში გაწერილი გეგმის მიხედვით განვსაზღვრეთ რა სახის აქტივობებს გავითვალისწინებდი პროექტისათვის. გავითვალისწინე მოსწავლეების დიფერენცირება, განვიხილეთ შეფასების სახეები, შეფასების დაგეგვები და მისი რუბრიკები, ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკაზე.  რთული დღე იყო.

воскресенье, 16 февраля 2014 г.

დღე-6:გავცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების შესაქმნელ ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებს.განვიხილეთ შაბლონები და შევქმენით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები.

суббота, 15 февраля 2014 г.

დღე მე-5:გავეცანით ერთმანეთის პრეზენტაციებს.გამოვიყენეთ უკუკავშირის პრინციპი და მივეცით ერთმანეთს რჩევა.გავეცანით საავტორო უფლებების კანონებს,რა და რა სახითმოვიძიოთ ინფორმაცია ინტერნეტიდან, რომ არ დავარღვიოთ საავტორო უფლებები.
დღე მე-5: გავეცანით ერთმანეთის ერთმანეთის პრეზენტაციას.გამოვიყენეთ უკუკავშირის პრინციპი და მივეცით ერთმანეთს რ

воскресенье, 9 февраля 2014 г.

დღე მე-4: დღეს გავეცანით და ვიმსჯელეთ შეფასების სტრატეგიებზე.სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია,თუმცა საინტერესოა...დავიწყეთ ჩვენი დაგეგმილი პროექტის სლაიდებზე დალაგება .    

суббота, 8 февраля 2014 г.

დღე მესამე: ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო,დღეს ცოტა დამაგვიანდა...ეს დღეც ნაყოფიერი იყო.პედაგოგები აქტიურად ჩავერთეთ,   შევუდექით შემდგომი დავალებების შესრულებას:განვიხილეთ პროექტის მიზნები და შედეგები ბლუმის ტაქსონომიასთან მიმართებით,ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი კითხვები,დავწერეთ დღევანდელი დღის რეფლექსია...

воскресенье, 2 февраля 2014 г.

პირველი შთაბეჭდილების რეფლექსია

დავიწყეთ სასწავლო პროცესში პროექტების განხორციელების მნიშვნელობისა და გზების შესწავლა, გავეცანით ე. წ. ,,ვიუვერის" გზამკვლევსაც, რომელიც მართლაც სიახლეა ჩვენთვის. პირველი დაბნეულობა თანდათან ბათილდება და იმედიანი განწყობით მეცვლება. იდეებზეც დავიწყე ფიქრი, მინდა მართლაც რაიმე საინტერესო და ამ ახლებური მიდგომებით განვახორციელო, რომელიც ჩემი მოსწავლეებისთვის მათი შესაძლებლობებისა და უნარების განვითარებას, ინტერესს და ჩართულობას შეუწყობს ხელს. დღეს უკვე მეორე დღეა. იდეის დონეზე ჩამოვყალიბდი და პუბლიკაციის მნიშვნელობასაც გავეცანი . ტრენინგზევე გავაკეთე პუბლიკაციის შაბლონი და განწყობაც უფრო ხალისიანი შემექმნა. იმედია ყველაფერი ხალისიანად გაგრძელდება და ჩემი მოლოდინები შემისრულდება. (ისე სიცივემ ძალიან შეგვაწუხა, მაგრამ ვაჟკაცურად ვუძლებთ ჩვენი მეთაურის ხელმძღვანელობით)